2025-04-30

18:04

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ

განათლება
14-03-2025 13:21

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი და წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ.

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული. პარლამენტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა - გამარჯვებულს სსიპ კოლეჯ „მერმისს“ ნინო წილოსანმა გადასცა.

„პარლამენტი მესამე წელია ამ დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას და ჩვენი ჯილდო შეეხება ინკლუზიურობას პროფესიულ განათლებაში. სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ისაა, რომ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და გამოწვევები იყოს გათვალისწინებული. თავად პროფესიული განათლების როლი ეკონომიკისა და დასაქმების განვითარებაში განუზომელია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირინე მარგიშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, „ათასწლეულის ფონდის“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 10:14
განათლება

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები