ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი).
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 14 მარტს, 12:30 საათზე, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში (თავისუფლების მოედანი 7) ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დღის ბოლომდე, შესაბამისი მოთხოვნით მიმართეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს - media@gff.ge
ნანახია: 274
მსგავსი სიახლეები

მერაბი და ალექსანდრე მხოლოდ დასაწყისია - დატვირთული 2025 წელი ქართული MMA-სთვის
სიახლეებია ილია თოფურიასკენაც, რომელმაც ოფიციალურად გადაწყვიტა გაათავისუფლოს თავისი

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი პიზის ,,მსოფლიოს თასის" ჩემპიონია
სან-პაულოში გამართულ ,,მსოფლიოს თასზე" ხმლით პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ჩემპიონობა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპა 2025“-ის ჩემპიონია!
შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები დაამარცხა
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა პირველი ნახევარი საქართველოს სასარგებლოდ 15:14 დასრულდა

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბუ
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს
clickss