საქართველოს მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით მონაწილეობს

საქართველოს მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით მონაწილეობს.
წიგნის ბაზრობისთვის მწერალთა სახლის მიერ შემუშავებული პროგრამის მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ახალი საქმიანი ურთიერთობის ხელშეწყობაა. კონცეფცია აიგო ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს ფიგურის ირგვლივ და წარიმართება დევიზით - „აღმოაჩინე ქართული საიდუმლო, ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს...“, რომლის მიხედვითაც შემუშავდა პროგრამული ნაწილი და მომზადდა სტენდის დიზაინი.
პროგრამა ითვალისწინებს ქართველი გამომცემლების, ავტორებისა და წიგნების წარდგენას, ასევე შემოქმედებით აქტივობებს. ლიტერატურულ ნაწილთან ერთად წარმოდგენილი იქნება საბალეტო პერფორმანსი, მუსიკალურ ნომერი, აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს.
ბაზრობის პირველ დღეს, ეროვნული სტენდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე, საქართველოს საელჩოს, გაერთიანებულ სამეფოში ქართული დიასპორის, მწერალთა სახლის წარმომადგენლები, გამომცემლები და მოწვეული სტუმრები.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროფესორ დავით მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიას ეძღვნება. პრეზენტაციაზე მარიამ ალექსიძის საბალეტო დასმა წარმოდგენა გამართა.
ლონდონის წიგნის ბაზრობა 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და ფრანკფურტის შემდეგ წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობად ითვლება. ის აერთიანებს 25 ათასზე მეტ გამომცემელს, წიგნის გამავრცელებელს, ლიტერატურულ აგენტსა თუ მედიის წარმომადგენელს და ხელს უწყობს საგამომცემლო სფეროს განვითარებას, საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის პროცესს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურების დაახლოებასა და ინტეგრაციას.
ნანახია: 379
მსგავსი სიახლეები

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის

დღეს ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება!
წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად

Made in Italy - სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს
იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა
clickss