2025-10-24

10:08

ჩინეთი, ირანი და რუსეთი მარტში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ

მსოფლიო
10-03-2025 15:52

პეკინი, 9 მარტი (სინხუა) - ჩინეთის, ირანის და რუსეთის საზღვაო ძალები ერთობლივ წვრთნებს მარტში გამართავენ, განაცხადა კვირას ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, რომ საზღვაო წვრთნები, სახელწოდებით "საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2025", ჩატარდება ირანის პორტ ჩაბაჰარის მახლობლად მდებარე წყლებში.

ჩინეთის მხრიდან მანევრებში მონაწილეობას მიიღებს სპეციალური საზღვაო ძალების ქვედანაყოფი, რომელიც შედგება მართვადი სარაკეტო კრეისერის და ინტეგრირებული მომარაგების გემის Gaoyuhu-სგან.

ერთობლივი წვრთნების პროგრამა მოიცავს სავარჯიშო მოქმედებებს საზღვაო სამიზნეების განადგურების, დაზიანების აღმოფხვრის და ერთობლივ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს.

სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წვრთნები მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთნდობის განმტკიცებას და მათ საზღვაო ძალებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები