გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
გთავაზობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის ვიდეო-მიმართვას ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით!
"როცა თანაბარი შესაძლებლობების კარი ერთნაირად იღება ქალებისა და გოგოებისთვის, ამ დროს ყველა მხარე გამარჯვებული გამოდის.
თანასწორი საზოგადოება უფრო წარმატებული და მშვიდობიანია – რაც მდგრადი განვითარების საწინდარია.
დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, პროგრესის და მიღწევების ოცდაათ წელს აღვნიშნავთ მას შემდეგ, რაც პეკინში გაეროს საეტაპო მნიშვნელობის კონფერენცია გაიმართა.
ამით ქალთა უფლებებმა ტრანსფორმაცია განიცადა – და კვლავ დადასტურდა, რომ ისინიც ადამიანის უფლებებს განეკუთვნება.
მას შემდეგ, ქალებმა და გოგოებმა ბევრი ბარიერი დაძლიეს, სტერეოტიპები დაამსხვრიეს და თავიანთი კანონიერი ადგილის დაკავება მოითხოვეს.
მაგრამ ჩვენ ეს გამოწვევები უფრო მკაფიოდ უნდა გვესმოდეს.
ბევრი წინააღმდეგობის და უკან დახევის შემდეგ, ქალთა უფლებებს დღესაც თავს ესხმიან.
საუკუნოვანი ძალადობა, დისკრიმინაცია და ეკონომიკური უთანასწორობა – ჯერ კიდევ ტანჯავს საზოგადოებას.
და უკვე სახეზეა შედარებით ახალი საფრთხეები, მაგალითად: მიკერძოებული ალგორითმები, რომლებიც ინტერნეტ სივრცეებში უთანასწორობის დაპროგრამებაზეა გათვლილი. ეს კი შევიწროების და ძალადობის ახალ ასპარეზებს ქმნის.
თანაბარი უფლებების დანერგვის ნაცვლად კი ვხედავთ, თუ როგორ იკიდებს ფეხს მიზოგინია.
ჩვენ ამგვარ უსამართლობას ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ.
და მუშაობა უნდა განვაგრძოთ ქალებისა და გოგოებისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად.
საჭიროა ვიმოქმედოთ დაფინანსების მოსაძიებლად, რათა ქვეყნებმა თანასწორობაში ინვესტიცია ჩადონ – და ასევე საჭიროა პრიორიტეტების მინიჭება ამ ინვესტიციებისთვის.
საჭიროა მოქმედება, რათა ადამიანებს ღირსეულ სამუშაოზე თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი, რათა გენდერული სახელფასო განსხვავება აღმოიფხვრას და ზრუნვის შრომასთან დაკავშირებული გამოწვევები გადაიჭრას.
ქმედება კანონების გაძლიერებისა და აღსრულებისთვის, რათა ძალადობის ყველა ფორმა აღმოიფხვრას ქალთა და გოგოების მიმართ.
ქმედება ქალთა თანაბარი დ სრული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღებაში, მათ შორის, მშვიდობის მშენებლობაში.
და ქმედება, რათა ქალებისა და გოგოების წინაშე არსებული დაბრკოლებები დაძლეული იქნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „მომავლის პაქტი“ და „გლობალური ციფრული შეთანხმება“ დეტალურ მითითებებს გვთავაზობს ამ ქმედებების განსახორციელებლად.
როდესაც ქალები და გოგოები აქტიურად იმოქმედებენ, ეს ყველა ჩვენგანს სასიკეთო ცვლილებს მოუტანს.
მოდით, მტკიცედ გავერთიანდეთ, რათა უფლებები, თანასწორობა და გაძლიერება რეალობად იქცეს ყველა ქალისა და გოგოსთვის, ყველა ადამიანისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხეში".
ვიდეო-მიმართვის სანახავად გადადით ბმულზე:
ნანახია: 992
მსგავსი სიახლეები
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს
clickss