ჩემპიონთა ლიგა – „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულთან“ მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა
გუშინ პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ ფრანგულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ინგლისის „ლივერპულს“ უმასპინძლა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, პარიზელები 0:1 დამარცხდნენ.
ფრანგულ კლუბში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა და მე-20 წუთზე ლამაზი და ოსტატური გოლიც გაიტანა, თუმცა VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ცხრა წუთში ქართველმა ვარსკვლავმა კიდევ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ინგლისელები მეკარე ალისონმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმშიც ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, თუმცა, მისი მცდელობების მიუხედავად, „ლივერპულის“ კარში პარიზელები გოლს ვერ იტანდნენ.
78-ე წუთზე ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი შეცვალა. შეხვედრის ბედი კი 87-ე წუთზე გადაწყდა – „ლივერპულის“ სწრაფი კონტრშეტევა შეცვლაზე შესულმა ჰარვი ელიოტმა დააგვირგვინა. ეს ინგლისელთათვის პირველი ზუსტი დარტყმა იყო შეხვედრაში.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.
ნანახია: 630
მსგავსი სიახლეები
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss