2025-06-03

17:11

თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

კულტურა
03-03-2025 13:40
თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
დიდი მაესტროს სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი გიორგი ვაჩნაძე.
შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N5 და სიმფონია N3.
ჯანსუღ კახიძე წლების მანძილზე იყო საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1993 წელს დააარსა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
ჯანსუღ კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები