დენის შმიგალი აშშ-სა და უკრაინას შორის მიღწეული „იშვიათი მინერალების“ შეთანხმების განცხადებას აკეთებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მომზადდა საბოლოო პროექტი შეთანხმებისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებს „იშვიათ მინერალების“ გადამუშავებაზე და აღნიშნა: „ჩვენ არ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ რაიმე შეთანხმებას გარანტიების გარეშე“.
პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა უკრაინის ტელეარხ 1+1-ზე შეაფასა მოსამზადებელი პროცესი, რომელსაც ისინი აწარმოებენ აშშ-სთან ინვესტიციების შესახებ მათი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულში.
შმიგალმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს უკრაინის უსაფრთხოებას და განაცხადა: „ჩვენ არ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ რაიმე შეთანხმებას გარანტიების გარეშე“.
შმიგალმა აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტის მე-10 მუხლი ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების მიღების მცდელობებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. მან განაცხადა: „არც უკრაინის პრეზიდენტი და არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავს ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან დამოუკიდებლად“.
ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
ნანახია: 734
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss