2025-03-18

05:31

ქართველი მოჭიდავე ტარიელ გაფრინდაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

სპორტი
27-02-2025 11:20
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ტარიელ გაფრინდაშვილმა (86 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყირგიზი სპორტსმენი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ტარიელ გაფრინდაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებამდე ქართველი თამაზ ნიკოლეიშვილი დაამარცხა, ნახევარფინალური შეხვედრა ყაზახ მეტოქესთან დათმო.
ხვალ მედლებისთვის თორნიკე თულაშვილი (79 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ), თეიმურაზ ქოჩქიანი (92 კგ), დათო ფირუზაშვილი (97 კგ), გივი მაჭარაშვილი (125 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) იბრძოლებენ.
ქართველი სპორტსმენები ალბანეთის საერთაშორისო სარეტინგო ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

2025-03-17 16:00
სპორტი

მერაბი და ალექსანდრე მხოლოდ დასაწყისია - დატვირთული 2025 წელი ქართული MMA-სთვის

სიახლეებია ილია თოფურიასკენაც, რომელმაც ოფიციალურად გადაწყვიტა გაათავისუფლოს თავისი

2025-03-17 11:17
სპორტი

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი პიზის ,,მსოფლიოს თასის" ჩემპიონია

სან-პაულოში გამართულ ,,მსოფლიოს თასზე" ხმლით პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ჩემპიონობა

2025-03-17 10:39
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპა 2025“-ის ჩემპიონია!

შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს

2025-03-14 12:49
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები დაამარცხა

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა პირველი ნახევარი საქართველოს სასარგებლოდ 15:14 დასრულდა

2025-03-13 14:14
სპორტი

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბუ

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები