2025-03-18

05:11

ჰაკან ფიდანი - საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას, ამ ძალისხმევის შედეგად ორივე ქვეყანამ დაამყარა სამაგალითო ურთიერთობა

პოლიტიკა
26-02-2025 16:34

საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას. ამ ძალისხმევის შედეგად ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა თურქეთში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფიდანმა განაცხადა, თურქეთისა და საქართველოს ძალისხმევა ძირითადად არის რეგიონული მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართული.

„ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, მივესალმო საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო ახალ ქართულ მთავრობას. საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას. ამ ძალისხმევის შედეგად ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა, რაც, რასაკვირველია, მომგებიანია და სასარგებლოა ორივე მხარისათვის თანაბრად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით. ჩვენი ძალისხმევა ძირითადად არის რეგიონული მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართული, ამიტომ ორივე ქვეყანა ცდილობს, რომ დიდი წვლილი შეიტანოს ენერგორესურსების განვითარებაში ჩვენს რეგიონში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის უმნიშვნელოვანესი მილსადენი, ნავთობსადენი, რომელიც აგრეთვე ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც დიდ როლს თამაშობს. ჩვენ დავამყარეთ როგორც სამმხრივი, ასევე ოთხმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ფორმატში და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია და მიგვაჩნდა საქართველო, როგორც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი“, – განაცხადა ფიდანმა.

ამასთან, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თურქეთი საქართველოს უპირველესი სავაჭრო პარტნიორია ბოლო 16 წლის მანძილზე.

„შარშან სამ მლრდ დოლარს გადააჭარბა ჩვენს შორის ვაჭრობის მოცულობამ და ვცდილობთ, რომ წელს ეს ციფრი ოთხ მილიარდამდე გავზარდოთ. ამას ხელს უწყობს ტრანსკასპიური პროექტები, შუა კორიდორის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობას და იმავე მნიშვნელობის მატარებელი გახლავთ თავად ყარსის რკინიგზა, რომელიც ჩართულია გადაზიდვების სხვადასხვა ოპერაციაში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობას და იმ პროექტებს, რომლებსაც ვასრულებთ ნატო-ს ფარგლებში“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

ჰაკან ფიდანის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

„მე ძალიან ფართო ფორმატში მქონდა საუბარი ჩემს კოლეგასთან იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ამ მიმართულებით წარმართულ ძალისხმევაში. 80 წლის წინ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა იძულებული გახდა, გადასახლებულიყო თავიანთი მშობლიური მიწიდან. მათი უმრავლესობა თურქეთში გამოემართა და ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მათ. სწორედ ამ თემაზე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე ჩემს გამორჩეულ სტუმართან და კოლეგასთან. ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე უკრაინასა და რუსეთს შორის გაჩაღებული ომის თაობაზე და, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ ვეწინააღმდეგებით ამ დონის ნგრევას, რომელიც გამოიწვია ამ ომმა. ვცდილობთ, რომ ინიციატივები არ დავიშუროთ, რათა ეს პრობლემა, ეს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას. თურქეთმა, როგორც შუამავალმა ქვეყანამ, არაერთი მოლაპარაკების გამართვას შევუწყვეთ ხელი ჩვენს ქვეყანაში ამ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიდანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დამყარება. ამ შემთხვევაში ჩვენ შევეხეთ ისრაელის როლს და ვცდილობთ, რომ სირიაში დავამყაროთ მშვიდობა და უსაფრთხოება. ისრაელის ამგვარი რეგიონული ექსპანსიონიზმი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ამ მიზნების განხორციელებას. ფაქტობრივად, ისრაელის ქმედებები ხშირად არ არის შესაბამისი არსებულ საერთაშორისო კანონმდებლობასთან და, რაც მთავარია, ჰუმანურ იდეებთან და ჰუმანურ მოპყრობასთან. ვფიქრობ, რომ, ჩვენი ჩარევით, სირიელი ხალხი მიაღწევს უკეთეს მომავალს. ამისათვის ჩვენ გავმართეთ ეროვნული დიალოგის კონფერენცია, რათა სირიელი ხალხი თავად მართავდეს თავის მომავალს, თვითონ გახდნენ მფლობელები საკუთარი მომავლისა. ამისათვის აუცილებელია, რომ მათ ხელი შევუწყოთ არსებული ადგილობრივი ინსტიტუციების განვითარებაში, რაც წაადგება სირიელი ხალხის მომავალ განვითარებას. ჩვენ არ ვართ მომხრე, რომ გაჩაღდეს სეპარატისტული მოძრაობები. დღესაც ჩვენ განვავრცობთ ჩვენს ძალისხმევას, რათა არ შეჩერდეს ეს პროცესი. მინდა, ძალიან დიდი და ღრმა პატივისცემა გამოვუცხადო ჩემს კოლეგას, ქალბატონ ბოჭორიშვილს და საერთოდ საქართველოსა და ქართველ ხალხს“, – განაცხადა ფიდანმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

2025-03-17 16:00
სპორტი

მერაბი და ალექსანდრე მხოლოდ დასაწყისია - დატვირთული 2025 წელი ქართული MMA-სთვის

სიახლეებია ილია თოფურიასკენაც, რომელმაც ოფიციალურად გადაწყვიტა გაათავისუფლოს თავისი

2025-03-17 14:40
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ეწვია

კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა კავკასიის რეგიონის,

2025-03-17 11:17
სპორტი

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი პიზის ,,მსოფლიოს თასის" ჩემპიონია

სან-პაულოში გამართულ ,,მსოფლიოს თასზე" ხმლით პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ჩემპიონობა

2025-03-17 10:39
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპა 2025“-ის ჩემპიონია!

შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს

2025-03-14 12:59
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგ

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები