2025-11-04

01:38

შესაძლოა წარსულში პლანეტა მარსზე ოკეანეები და სანაპიროები არსებობდა

მსოფლიო
26-02-2025 11:19

შესაძლოა წარსულში პლანეტა მარსზე ოკეანეები და სანაპიროები არსებობდა! ამის შესახებ "ტრტ-ქართულიიტყობინება.

აღინიშნა, რომ მარსის მიწისქვეშა მონაცემები მიუთითებს, რომ წითელ პლანეტაზე შესაძლოა ადრე ოკეანე და სანაპირო იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) პენ სტეიტის უნივერსიტეტისა და ჩინეთის გუანჯოუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ჩინეთის მარსმავლის, ჯურონგის მიერ მარსზე მიწისქვეშა გამოსახულების მონაცემები.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს მსგავსება, როდესაც შეადარეს ჯურონგის მონაცემები დედამიწაზე სანაპიროდან მიღებულ მიწისქვეშა მონაცემებს.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მარსის მიწისქვეშა სტრუქტურა მსგავსი კუთხითაა განლაგებული, როგორც დედამიწაზე ვაკე ადგილები ან ოკეანისკენ დახრილი მიწები და მონაცემები მიუთითებს, რომ მარსზე ადრე არსებობდა სანაპირო და ოკეანე.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ამ სანაპიროების პოზიცია შესაძლოა დროთა განმავლობაში შეცვლილიყო, დაფიქსირდა ჩრდილოეთისკენ დახრილი გარკვეული სტრუქტურები და სანაპიროები შესაძლოა დროთა განმავლობაში ოკეანისკენ წაწეულიყო.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ სანაპირო „ოკეანის მიმართულებით ჩრდილოეთისკენ სულ მცირე 1,3 კილომეტრზე ვრცელდება“ და ეს სტრუქტურები მიუთითებს, რომ რეგიონში უნდა ყოფილიყო მოქცევები, ტალღები და მდინარე, რომელიც ნალექს იწვევდა.

გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა ბენჯამინ კარდენასმა აღნიშნა, რომ ამ სტრუქტურების გამო, რომლებიც მარსზე სანაპიროსა და ოკეანის არსებობაზე მიუთითებს, სიცოცხლის კვალიც უნდა იქნას გამოკვლეული.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში „The Proceedings of the National Academy of Sciences“.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები