ევროკავშირის ლიდერები 6 მარტს ბრიუსელში საგანგებოდ შეიკრიბებიან
ევროკავშირის ლიდერები ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 6 მარტს საგანგებოდ შეიკრიბებიან, უკრაინის და უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ X-ზე განაცხადა, რომ 6 მარტს ბრიუსელში გაიმართება საგანგებო სამიტი უკრაინისა და უსაფრთხოების დღის წესრიგით.
კოსტამ აღნიშნა, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის „გადამწყვეტ დღეებს“ გადიან და შემდეგი შეფასება გააკეთა:
„ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციებისას, მე ვიგრძენი საერთო გადაწყვეტილება ამ გამოწვევების ევროკავშირის დონეზე გადაჭრისთვის ევროპული თავდაცვის გაძლიერებით და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი წვლილის შეტანით. მე განვაგრძობ მუშაობას (ევროკომისიის პრეზიდენტ) ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა 6 მარტს მზად ვიყოთ გადაწყვეტილებების მისაღებად“.
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმისთვის დაწყებულ მოლაპარაკებებში ევროკავშირისა და უკრაინის გამორიცხვამ ბრიუსელში შეშფოთება გამოიწვია.
ევროკავშირის წამყვანი ძალის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დედაქალაქ პარიზში საგანგებო უსაფრთხოების სამიტი ჩაატარა.
ნანახია: 676
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss