2025-11-28

23:10

კახა ოქრიაშვილი: „დიახაც, არ იქნება სამართალი და სამართლიანი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა!“

საზოგადოება
24-02-2025 19:33

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო“ უცვლელად გთავაზობთ: „ყველა, ვისაც პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ბედი გვაინტერესებს, ვხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ იცვლება მსოფლიო წესრიგი. შეიძლება ითქვას, ძველი წესრიგი აღარ მუშაობს და ჯერჯერობით, ახალი წესრიგიც არ ჩანს.

მთელი მსოფლიო იმედით ელოდებოდა ტრამპის ინაუგურაციას, მისმა მოქმედებებმა კი, პრეზიდენტობის პირველივე დღეებში, პასუხებზე მეტი კითხვები გააჩინა. ბევრს მოსწონს ტრამპის ქმედებები, ბევრს კი მიაჩნია, რომ მან დემოკრატიას და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებს, ევროპასა და უკრაინას უღალატა. რეალურად რა ხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მრავალი ფაქტორის გამო, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა. ეს საკითხი უფრო კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ყველა სახელმწიფო პირველ ადგილზე თავისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აყენებს და მერე მოკავშირეებისას. ხოლო თუ მოკავშირეების ინტერესების გატარება ან ძვირი ჯდება, ან მცირედ  წინააღმდეგობაში მაინც მოდის საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან, ეს მოკავშირეები აღარ აინტერესებთ.

ჩვენ, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მშვიდად უნდა ვადევნოთ თვალი ამ მოცემულობას. ქართველი ხალხი ერთსულოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით - ეს არის ევროპული მომავალი, რაც კონსტიტუციითაც დაცულია. ძალიან კარგია, როცა ერში ამხელა ერთსულოვნება არსებობს ამ კონკრეტულ საკითხზე.

მომავალში, როცა საქართველოში აღსდგება ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, ყველა აქტორი უნდა შეთანხმდეს, რომ შეასრულებს ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობის დაკვეთას საგარეო კურსთან დაკავშირებით.  რადგან ხალხი ასეთი ერთიანია, შესაბამისად, პოლიტიკური სპექტრიც ერთიანი უნდა იყოს არამარტო სტრატეგიაში, არამედ მისკენ მიმავალ ტაქტიკურ ნაბიჯებშიც კი.

აქედან გამომდინარე, ვერც გარე ძალებმა, ვერც შიდა მტრებმა, ახლო მეზობლებმა და დიდმა სახელმწიფოებმა ვერ უნდა გაატარონ ჩვენს მიმართ „გათიშე და იბატონე“-ს პოლიტიკა. ვერავინ ვერ უნდა მოიპოვოს ქართველის ხელით გავლენა საქართველოზე, როგორც ეს ახლა ხდება, „ოცნების“ ხელით, რუსეთის მიერ.

მშვიდად, ემოციების გარეშე დავაკვირდეთ ყველა პროცესს. შეუძლებელია, ამ მსოფლიო არეულობიდან გამოსავალი უკეთესობისკენ არ შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო ამ უკეთესობისკენ მიმართულ პროცესში მოხვდეს!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები