უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მზადაა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და მიანიშნა, რომ შესაძლოა გადადგეს „ნატოს წევრობის“ სანაცვლოდ, თუ ასეთი შესაძლებლობა იარსებებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ გარდა მონაწილეობა უნდა მიიღონ აშშ-მ, რუსეთმა და ევროპის ქვეყნებმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მიმართ არ აქვთ იმ ოდენობის ვალი, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს და აღნიშნა, რომ უკრაინამ აშშ-სგან 350 მილიარდი დოლარის ნაცვლად 100 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
ზელენსკიმ განაცხადა: „ვეთანხმები (ყოფილი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო) ბაიდენის მოსაზრებას, რომ ეს (აშშ-ს დახმარება) გრანტია. გრანტი არ არის ვალი. ჩვენი პარტნიორების მიმართ პატივისცემა უსაზღვროა, მაგრამ ჩვენ არ ვაღიარებთ 500 მილიარდი დოლარის ვალს“.
ნანახია: 606
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss