AHF საქართველოში: 4 კომპონენტიანი ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა, გაიგო პასუხი აივ ინფექციაზე, C და B ჰეპატიტებსა და სიფილისზე

2025 წლის 20 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდის 11 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 2 333 პირი გარდაცვლილია. ამის შესახებ თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გამართულ მედიასემინარზე შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ნინო ხეთაგურმა განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთაგან 721 პაციენტი დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.
„ინფექციის გავრცელების არელის მიხედვით, თბილისი ლიდერობს. მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე -- სამეგრელო, მეოთხეზე -- იმერეთი. დაავადება, ძირითადად, რეპროდუქციული ასაკის მოქალაქეებში ვლინდება. ინფიცირებულთა უმეტესობა მამაკაცია“, -- აღნიშნა ნინო ხეთაგურმა.
მისივე ინფორმაციით, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა (AHF საქართველო) თბილისში 2018 წლიდან საქმიანობს და მოსახლეობას ინდივიდზე ორიენტირებულ ტესტირებას სთავაზობს.
ცნობისათვის, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალში (AHF საქართველო), რომელიც უკვე მეექვსე წელია ფუნქციონირებს, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის ახალგაზრდებს, შეუძლიათ უფასოდ და ანონიმურად ჩაიტარონ 4 კომპონენტიანი ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა, სულ რაღაც, 10 წუთში გაიგო პასუხი აივ ინფექციაზე, C და B ჰეპატიტებსა და სიფილისზე. ტესტირება სწრაფი, ანონიმური და უფასოა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგების, უფასო ანონიმური კონსულტაციებისა და Facebook-ის გვერდზე საინფორმაციო პოსტების განთავსების გზით.
როგორც ამავე ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა მარიამ ნათაძემ აღნიშნა, ანტირეტროვირისული მკურნალობის დროს ინფიცირებული პირი ინფექციას აღარ ავრცელებს. ამასთან, მას შემდეგ, რაც საქართველოში შესაბამისი მკურნალობა დაიწყო, აივინფიცირებული ბავშვი არ დაბადებულა.
“დაავადების პრევენციასა და მკურნალობას ხელს სტიგმა და დეზინფორმაცია უშლის. ამიტომაც, ჩვენი უმთავრესი მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ახლაგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა”, -- თქვა მარიამ ნათაძემ.
სპეციალისტები მოსახლეობას შეახსენებენ, რომ აივ ინფექცია/შიდსი არ გადადის ხელის ჩამორთმევით, კოცნით, საერთო ჭურჭლის გამოყენებით, საცურაო აუზიდან და ა.შ.
დაავადების გავრცელების პირველ ეტაპზე საქართველოში, ძირითადად, ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები ინფიცირდებოდნენ. ამჟამად კი მისი გადაცემის წამყვანი მიზეზი ჰეტეროსექსუალური გზაა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე, დაეხმაროს მათ ჯანსაღი ჩვევების ფორმირებასა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, ერთობლივი შემეცნებითი აქტივობებით ხელი შეუწყოს თვითშეფასებისა და თვითრწმენის გაძლიერებას.
„AHF საქართველოს ახალგაზრდულ ცენტრში მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, აივ ინფექციასა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ცოდნა მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, თავიდან აიცილონ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და შეამცირონ ნაადრევი ქორწინების რისკი,“ - განმარტავს AHF საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი, მარიამ ნათაძე.
შეხვედრის დასასრულს სპეციალისტებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
უფასო და ანონიმური ტესტირებისა და უფასო კონსულტაციისთვის აივ/შიდსზე, სგგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მიმართეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, მარი ბროსეს ქ. 2 ან დაუკავშირდით: +995 32 2 228040. ვებ.გვერდი: freeHIVtest-ge.org
ნანახია: 507
მსგავსი სიახლეები

PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის
PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-
სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებ
დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში

ექიმმა ჰემატოლოგებმა და პაციენტებმა ჰემოფილიის მკურნალობის შედეგებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს
ღონისძიება გაიხსნა ემოციური ვიდეორგოლით, რომელმაც წარმოაჩინა მკაფიო სხვაობა პაციენტების ცხოვრების
clickss