2025-06-03

17:19

რუსთაველის ეროვნულ თეატრსა და აზერბაიჯანის ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კულტურა
24-02-2025 13:39

რუსთაველის ეროვნულ თეატრსა და აზერბაიჯანის ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის თაობაზე კულტურის სამინისტრო იუწყება. 

მათი ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

მემორანდუმის ხელმოწერას  საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.

დოკუმენტს ხელი რუსთაველის თეატრის დირექტორ-განმკარგულებელმა გიორგი თევზაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის დირექტორმა ილჰამ ასგაროვმა მოაწერეს. 

მემორანდუმის მიზანია სპექტაკლების შემოქმედებითი გუნდების, რეჟისორების, მსახიობების, სცენის მხატვრების და კოსტიუმების შექმნის ძიება, ერთობლივი პროექტების, ფესტივალების, თეატრალური სემინარების ხელშეწყობა, თეატრებში დადგმული სპექტაკლების მიმართ ევროპისა და მსოფლიო თეატრალური ფესტივალების ინტერესის გაზრდა და სხვა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები