2025-10-25

01:05

გერმანიაში გუშინ ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, სოციალური კავშირი 28,6%-ით ლიდერობს

მსოფლიო
24-02-2025 11:47

გერმანიაში გუშინ ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, სოციალური კავშირი (CDU/CSU) 28,6%-ით ლიდერობს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

დაახლოებით 59,2 მილიონ ამომრჩეველს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, სადაც კენჭისყრა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი 84%-ით 1990 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო.

საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) და ბავარიის მხარეში ორგანიზებული მისი მოკავშირე პარტია, ქრისტიან-სოციალური კავშირი (CSU), რომლებიც ქმნიან CDU/CSU-ს, არჩევნებში 28,6%-ით ლიდერობენ.

ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წინა არჩევნებთან შედარებით ხმების რაოდენობა 10,4 პუნქტით გაზარდა და 20,8%-ით მეორე ადგილზეა.

სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) 16,4%-ით მესამე ადგილზეა, ხოლო მწვანეთა პარტია 11,6%-ით მეოთხე ადგილს იკავებს.

მემარცხენე პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით ხმები 3,9 პუნქტით გაზარდა და 8,8% მიიღო.

თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP), რომელმაც მთავრობიდან გასვლით ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამოიწვია, ამ არჩევნებში 4,3%-ით 5%-იან ბარიერს ქვემოთ დარჩა.

პირველად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) 4,9%-ით ბარიერის გადალახვას ბეწვზე ასცდა.

ფედერალურ პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: CDU/CSU - 208, AfD - 152, SPD - 120, მწვანეები - 85, მემარცხენე პარტია - 64.

ამ შედეგების მიხედვით, ფედერალურ პარლამენტში, სადაც უმრავლესობისთვის მინიმუმ 316 დეპუტატია საჭირო, ვერცერთი პარტია ვერ ახერხებს ერთპარტიულ მმართველობას.

გამარჯვების გამოცხადებისას სოციალური კავშირი (CDU/CSU) კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა: „მე ვაცნობიერებ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანის პასუხისმგებლობასა და მასშტაბს. ამას დიდი პატივისცემით ვეკიდები და ვიცი, რომ ადვილი არ იქნება“.

„ყველაზე მნიშვნელოვანია გერმანიაში კარგი საპარლამენტო უმრავლესობით რაც შეიძლება მალე შეიქმნას მთავრობა“, - განაცხადა მერცმა და დასძინა: „ჩემი აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება ევროპის გაძლიერება. ამგვარად შეგვეძლება აშშ-სგან დამოუკიდებლობის მოპოვება“.

მეორეს მხრივ, არჩევნებში ფედერალურ პარლამენტში დეპუტატად შესვლის უფლება მოიპოვეს თურქული წარმოშობის 19 კანდიდატმაც.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები