საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდორის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე /მიხეილ მესხი 2-ზე/ ანდორის ქალთა ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 69-ე წუთზე, ანგარიში სტუმრებმა გახნეს. საქართველოს ნაკრებმა 83-ე წუთზე მაიკო ბებიას 11-მეტრიანით გაათანაბრა. ოთხ წუთში კი, თეონა ბაქრაძემ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.
ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშების მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები არიან ანდორის, კვიპროსისა და მალტის ნაკრებები.
დავით გაგუა
ნანახია: 623
მსგავსი სიახლეები

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss