2025-10-23

17:44

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ,,ევრობასკეტზე" ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს

სპორტი
22-02-2025 13:16

„ევრობასკეტ 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით  62:60 დასრულდა, რითაც ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ ,,ევრობასკეტზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ეროვნული ნაკრების 12-ქულიანი უპირატესობით - 37:25 დასრულდა. შეხვედრის მიწურულს დუდა სანაძემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 62:60 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს „ევრობასკეტ 2025“-ის G ჯგუფში ერთი თამაში დარჩა გასამართავი. ქართველი კალათბურთელები სერბეთს სტუმრად 24 თებერვალს დაუპირისპირდებიან. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გამართული ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო. ,,ევრობასკეტ 2025" 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ევროპის ჩემპიონატს ლატვია, პოლონეთი, ფინეთი და კვიპროსი უმასპინძლებენ. 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე" პირველად 2011 წელს ითამაშა, 2022 წელს კი ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთთან, იტალიასა და გერმანიასთან ერთად პირველად უმასპინძლა.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1065

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები