2025-10-25

01:01

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში მეფე თუტმოს II-ის 3,500 წლის წინანდელი აკლდამა აღმოაჩინეს!

მსოფლიო
21-02-2025 13:08

ეგვიპტემ განაცხადა, რომ ქალაქ ლუქსორში აღმოაჩინეს მე-18 ფარაონთა დინასტიის (ძვ.წ. 1550/1549-1292) მეფეების უკანასკნელი ფარაონის აკლდამა. ამის შესახებ "ტრტ-ქართულიიტყობინება.

ეგვიპტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოაჩინეს მეფე თუტმოს II-ის (ძვ.წ. 1493-1481) 3,500 წლის წინანდელი აკლდამა.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს „ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის მეფეების უკანასკნელი დაკარგული აკლდამაა“.

ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა შერიფ ფეთჰიმ განაცხადა, რომ ეს არის „პირველი სამეფო აკლდამა, რომელიც აღმოაჩინეს მეფე ტუტანხამონის აკლდამის 1922 წელს აღმოჩენის შემდეგ“.

ძეგლთა დაცვის უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ხალიდმა განაცხადა, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ჭურჭლის ზოგიერთ ნაწილზე აღმოაჩინეს წარწერები, რომლებიც შეიცავდა მეფე თუტმოს II-ის სახელსა და მისი მეუღლის ჰატშეფსუტის სახელს, რაც ადასტურებს აკლდამის მფლობელის ვინაობას.

ხალიდმა ეს აღმოჩენა დაახასიათა როგორც „ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა“.

ძეგლთა დაცვის უმაღლესი საბჭოს ძეგლთა დაცვის სექტორის უფროსმა და ეგვიპტური მხარის მისიის ხელმძღვანელმა მუჰამედ აბდულბედიმ განაცხადა, რომ აკლდამა ცუდ მდგომარეობაშია, რადგან „მეფის სიკვდილიდან მოკლე დროში წყალდიდობებით დაზარალდა“.

აბდულბედიმ განაცხადა, რომ წინასწარი კვლევების მიხედვით აკლდამის ძირითადი შინაარსი სხვა ადგილას გადაიტანეს მას შემდეგ, რაც ის წყალდიდობაში მოჰყვა ძველი ეგვიპტის პერიოდში.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები