2025 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება
საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა და რეგლამენტის შესაბამისად, 2025 წელს პირველად არის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ენერგეტიკული გაერთიანება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად
ენერგეტიკულ გაერთიანებას ჰყავს ცხრა ხელშემკვრელი მხარე - საქართველო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ასევე არის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მხარე და ორგანიზაციის მუდმივი ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა და თავმჯდომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების, მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ.
ნანახია: 885
მსგავსი სიახლეები
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
clickss