2025-04-02

12:49

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" მმართველი საბჭო Forever Living Products საქართველოს ოფისს ეწვია

ეკონომიკა
21-02-2025 12:55

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" მმართველი საბჭო Forever Living Products საქართველოს ოფისს ეესტუმრა.

Forever Living Products საქართველო გახლავთ 1978 წელს აშშ-ში დაარსებული საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია Forever Living Products-ის წარმომადგენელი. FLP მსოფლიოში ცნობილია ალოე ვერაზე დაფუძნებული პროდუქციით და მომხმარებელთა ფართო წრე ჰყავს. საქართველოს ბაზარზე კი კომპანია 2017 წლიდან ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების გათვლისწინებით პროდუქციის ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.

Forever Living Products საქართველო, ალოე ვერას შემცველი პროდუქტებით, საკვები დანამატებითა და კანის მოვლის საშუალებებით მომხმარებელს ბუნებრივ და ეფექტურ პროდუქციას სთავაზობს. კომპანია აქეზებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამასთან ერთად მდგრად და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოებას მისდევს. FLP-ს მაღალხარისხიანი პროდუქცია და დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი მეწარმეებისათვის საინტერესოა.  

ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი დისტრიბუტორი ჰყავს. FLP მომხმარებელს ასევე სთავაზობს foreverliving.com საიტიდან პროდუქციის ონლაინ შეძენის შესაძლებლობას.

FLP საქართველო ზრდის ინტერესს ჯანსაღი ცხოვრებისა და ბუნებრივი პროდუქტების მიმართ და ყოველდღიურად იმყარებს ბაზარზე ადგილს.

ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ გიორგი შათირიშვილს კომპანიის საქმიანობის დეტალურად გაცნობისათვის, კომპანიის დირექტორს შუა აზიის ქვეყნებსა და ინდოეთში, ბატონ მეჰმეთ ილქერ ისმენს კი ვუსურვებთ წარმატებებს საქმიანობაში.

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-03-21 11:41
ეკონომიკა

აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

2025-03-19 14:14
ეკონომიკა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს არ გვაქვს ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება, სწორე

მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში

2025-03-13 15:06
ეკონომიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ

პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

2025-03-11 11:53
ეკონომიკა

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობი

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ

2025-03-07 17:22
ეკონომიკა

VIDEO: ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის მთავრობის წევრებთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობი

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები