2025-11-05

13:41

VIDEO: ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი ქაან ორბაისთან

სამართალი
21-02-2025 12:24

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი ქაან ორბაისთან.

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა მინისტრს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ახლად დანიშნული მრჩევლები შინაგან საქმეთა საკითხებში - ჰაქან ბეჯელი და ნეჯმეთინ თეთიკი წარუდგინა. ვახტანგ გომელაურმა ახლად დანიშნულ მრჩევლებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან არსებული ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისა და თურქული მხარის უწყვეტი მხარდაჭერისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თურქეთის ჩართულობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების პროცესში. ვახტანგ გომელაურმა მადლიერება გამოხატა თურქული მხარის ინიციატივაზე NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ჩართულ თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო - საზღვაო ძალების ხომალდებზე ქართული კონტინგენტის განთავსების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიურად გაგრძელდება უწყებებს შორის დაგეგმილი შეხვედრებისა და სამუშაო ვიზიტების განხორციელების ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

მსგავსი სიახლეები

2025-10-24 11:45
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა

2025-10-21 17:21
სამართალი

ვაჟა სირაძე - 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია

3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია

2025-10-21 11:40
სამართალი

საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monar

საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-20 09:58
სამართალი

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები