2025-10-23

17:52

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტი“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა!

სპორტი
20-02-2025 14:55

ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბრესტი“ მეორედაც დაამარცხა (7:0) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საფრანგეთის ორი წარმომადგენლის პირველი დაპირისპირება ბრესტში ასევე პსჟ-ს გამარჯვებით - 3:0 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრა გუშინ პარიზში გაიმართა. ანგარიში მე-20 წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა. მისი გადაცემით 39-ე წუთზე, კვარაცხელიამ მახვილი კუთხიდან ეფექტურად გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. „ბრესტის“ კარი ვიტინიამ (59), დეზირე დუემ (65), ნუნუ მენდეშმა (69), გაბრიელ რამოშმა (76) და სენი მაილუმ (86) აიღეს. მე-7 გოლი კი თვითონ ხვიჩა კვარაცხელიას პასით გავიდა.

„ბრესტის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა. აქამდე მან ორი გოლი 2022 წელს ამსტერდამის „აიაქსს“ გაუტანა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ითამაშა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

გიორგი ოთინაშვილი 

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები