საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა

UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა
საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პროცესის პირველი, ტექნიკური შეფასების ეტაპი, წარმატებით გაიარა.
ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დასრულდება, ხოლო საბოლოო განხილვა გაიმართება UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე 2025 წლის 8-13 დეკემბერს ინდოეთში, ქალაქ დელიში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს და ნომინაციის მომზადების მონაწილე ყველა მხარეს.
ნანახია: 497
მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ
ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG
გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის
clickss