2025-10-22

08:31

საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

სპორტი
19-02-2025 15:18

ჰოლანდიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი“ გაიმართა. ქართველმა სპორტულმა წყვილმა  ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ  ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს.  წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო. 

მოკლე პროგრამა მათ 70,58 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. სპორტსმენებმა ლიდერობა 133,34 ქულით არც თავისუფალ პროგრამაში დათმეს.

ანასტასია და ლუკა სპორტულ წყვილთა მსოფლიო რეიტინგში  მე-7 ადგილს იკავებენ. ფიგურულ მოციგურავეთა ქართველმა წყვილმა წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, შარშან კი ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი მიიღო.

ფიგურულ მოციგურავეთა წყვილი ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები