2025-11-27

17:22

ევროკავშირის მხარდაჭერა ჟურნალისტების მიმართ საქართველოში უცვლელია!

საზოგადოება
18-02-2025 18:02

17 თებერვალს თბილისში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რიგით მეცამეტე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შვიდ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა.

„დღეს ზეიმის დრო არ არის, თუმცა სწორედ ასეთ მომენტებში უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე ჩვენი ვალდებულების წინაშე – პატივი ვცეთ და  დავიცვათ  დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა,“ – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ,  – „ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ სწრაფად და შემაშფოთებლად უარესდება მედიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში. ჟურნალისტებს აშინებენ, სცემენ და აპატიმრებენ. რა დანაშაულისთვის? სიმართლის თქმისთვის.  იმისთვის, რომ ახმოვანებენ მათ სათქმელს, ვინც უკვე გააჩუმეს; იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხელენ; იმისთვის, რომ დემოკრატიის საყრდენთაგანს წარმოადგენენ. ქვეყანაში, რომელიც  ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს“.

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. განცხადების გაკეთების მომენტისთვის მზია ამაღლობელი 37-ე დღე იყო, რაც შიმშილობდა. ჰერჩინსკიმ მის პროტესტს „არაჩვეულებრივი სიმამაცისა და შეუპოვრობის აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის იქცა „ჟურნალისტური გამბედაობისა და სამართლიანობისთვის შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ“. 

კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“,  2024 წლის გამარჯვებულები და ფინალისტები არიან: 

სალომე ჩადუნელი, რადიო თავისუფლება, კატეგორიაში “საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში”, https://bit.ly/3PP0nwL
დავით თამაზაშვილი და მარიამ ნიკურაძე, Chai Khana Media, კატეგორიაში “საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში”, https://bit.ly/42gkRpC
თამარ გელაშვილი, სტუდია მონიტორი・Studio Monitori, კატეგორიაში “საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში”, https://bit.ly/3EhHVtZ
გიორგი ბასხაჯაური, აპრილი • Aprili, კატეგორიაში “საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში” https://bit.ly/4ax8pnF
მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი, კატეგორიაში “ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში”, https://bit.ly/410tmE7
დათო ქორიძე, რადიო თავისუფლება, კატეგორიაში “საერთო ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო”, https://www.instagram.com/p/DAO8sJiC26M/
თამარ მჭედლიძე, OC Media, კატეგორიაში “საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში”, https://bit.ly/42lzqIy
გაიგეთ მეტი: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism/
წაიკითხეთ ევროკავშირის ელჩის სიტყვა სრულად აქ: https://europa.eu/!hgvVn3

უკან დაბრუნება

ნანახია: 1068

მსგავსი სიახლეები

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები