2025-03-18

03:40

VIDEO: პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 21 პირი

სამართალი
17-02-2025 15:07
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 21 პირი.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი - 1982 წელს დაბადებული მ.ჟ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ჯავშანჟილეტები ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ვაზნა, მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1988 წელს დაბადებული გ.თ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 16 ვაზნა და მჭიდი.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8 პირი: 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1950 წელს დაბადებული მ.ხ., 1979 წელს დაბადებული ქ.წ., 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ხ., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1959 წელს დაბადებული ნ.კ., 1966 წელს დაბადებული გ.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1948 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 7 მჭიდი, 591 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.
სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ. დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 ვაზნა ამოიღო.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი - 1991 წელს დაბადებული ბ.წ., უცხო ქვეყნის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ა., წარსულში ნასამართლევები:1993 წელს დაბადებული მ.ქ. და 1975 წელს დაბადებული ე.თ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. ამასთან, ბ.წ.-ს და მ.ქ. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი - 1998 წელს დაბადებული თ.ს. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ტყვიამფრქვევი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი, დამბაჩა, 2 მჭიდი და 69 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 1 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

2025-03-17 16:57
სამართალი

პროკურატურა ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს,

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის

2025-03-17 14:01
სამართალი

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩე

სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი

2025-03-14 13:29
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტ

ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: შეუშალოს ხელი

2025-03-13 12:06
ბიზნეს ნიუსი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორი

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2025-03-12 16:15
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები