საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა 16 და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. გუნდურ ტურნირში, 16-წლამდელებს შორის, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა რევაზ ლილუაშვილის, ლუკა კობახიძისა და სანდრო ხოსიტაშვილის შემადგენლობით 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 13:11 დაამარცხა.
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვეს. სანდრო ხოსიტაშვილი 16-წლამდელებს შორის 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ვიცე-ჩემპიონი გახდა, გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 16-წლამდელთა ნაკრებმა სანდრო ხოსიტაშვილის, რევაზ ლილუაშვილისა და ლუკა კობახიძის შემადგენლობით, ელენე წიკლაურისა და სანდრო ხოსიტაშვილის წყვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ნანახია: 690
მსგავსი სიახლეები

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss