მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას

ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ბრიტანული ავიაკომპანიის მიერ ჟურნალში Traveller-ი თბილისის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ავიაკომპანიასთან ერთად დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.
„ავიაკომპანიასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა, რაც საქართველოს ცნობადობის ზრდას განაპირობებს და სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების შემოდინებას. ავიაკომპანია, თავის მხრივ, გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიაკომპანია ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან დაიწყებს. მინისტრის მოადგილის თქმით, easyJet-ის შემოსვლა საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას აღნიშნული ქვეყნებიდან.
„სახელმწიფო განაგრძობს საქართველოს პოპულარიზაციას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში იმისთვის, რომ ტურიზმის ინდუსტრიამ განაგრძოს მდგრადი და დივერსიფიცირებული განვითარება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 454
მსგავსი სიახლეები

აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს არ გვაქვს ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება, სწორე
მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ
პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობი
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ

VIDEO: ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის მთავრობის წევრებთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობი
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა
clickss