2025-10-17

07:05

დანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე განსხვავებულ პოზიციას იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან

მსოფლიო
14-02-2025 10:57

დანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე განსხვავებულ პოზიციას იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან (აშშ). ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

დანიის თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პოულსენი გუშინ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს პიტ ჰეგსეტს.

პოულსენმა შეხვედრის შესახებ განცხადებისას აღნიშნა, რომ მათ გადაწყვიტეს უკრაინისთვის ნატოს წევრობის შეთავაზება, თუმცა ამის განსახორციელებლად საჭიროა ნატოს წევრების თანხმობა და დასძინა: „დანიასა და აშშ-ს განსხვავებული შეხედულებები აქვთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე“.

პოლსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას: „ჩემი აზრით, 2025 წელს ევროპას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს უკრაინის დასახმარებლად“, თქვა მან გაცხადებაში. 
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს უკრაინის გაწევრიანებას ნატოში „სიცოცხლისუნარიანად“.
„დიდი ხანია ამბობდნენ, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება და ეს ჩემთვის კარგია, შეუძლებელია უკრაინის ნატოში გაწევრიანება“, განაცხადა მან. 

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები