2025-07-02

09:44

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა

სპორტი
13-02-2025 22:56
საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ორი პროგრამის შედეგად 187,81 ქულა დააგროვა და ფესტივალის ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 128,97 ქულა დაიმსახურა და ლიდერი გახდა, ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 187,81 ქულით მან ოქროს მედალი მოიპოვა.
მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ეს საქართველოს პირველი მედალია, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ ოქრო ისტორიაში პირველად მოიპოვა.
„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა და 16 თებერვალს დაიხურება. ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს სამი ქალაქი - ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი. ასპარეზობებში 1 000-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები რვა დისციპლინაში ტარდება.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები