საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ნატოს შტაბბინაში გამართულ „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.
შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს.
ამ ფორმატის შეხვედრები, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს.
ნანახია: 700
მსგავსი სიახლეები

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!
ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!
ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს
კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა
საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის
საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების
clickss