დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ ითხოვს 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი მიწის ელემენტებს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
დონალდ ტრამპმა Fox News-ის არხზე რუსეთ-უკრაინის ორწლიან ომთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.
ტრამპმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინას „ასობით მილიარდი“ დოლარი გადასცეს, განაცხადა:
„მე მათ ვუთხარი, რომ მინდოდა 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი მიწის ელემენტები. მათ ეს მიიღეს, სულ მცირე, აღარ ვგრძნობთ თავს სულელებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მე მათ ვუთხარი: ‘ჩვენ რაღაც უნდა მივიღოთ. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამ ფულის გადახდას’.
დონალდ ტრამპმა შემდგომ სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრს სკოტ ბესენტს უკრაინაში გაგზავნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საკითხის განსახილველად.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და სხვა დახმარება უზარმაზარ თანხებს აღწევს და ამის სანაცვლოდ სურთ ამ ქვეყნისგან იშვიათი მიწის ელემენტების მიღება.
ნანახია: 591
მსგავსი სიახლეები

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში
clickss