კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოში შექმნილ გადაუდებელ ვითარებასთან დაკავშირებით

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ შემდეგი განცხადება გაავრცელა:
„კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დაიცვას ევროპული სტანდარტები ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით და გზა გაუხსნას ეროვნულ დონეზე თავისუფალი და სამართლიანი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, ასევე თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ჩატარებას და ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლების, სამართლიანი მოპყრობას.“
„ქვეყანაში 3-4 თებერვალს კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ და წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ბიურო მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იმ უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის დასაძლევად, რომელიც აზიანებს ქვეყანას. მათ უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოს და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკურ მიზეზთა გამო, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს.“
ასევე, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, უნდა გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან ხელისუფლების წინააღმდეგ არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობისთვის. ეს მოიცავს როგორც ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებს, ისე ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომლის საკითხზეც კონგრესი გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას.
„ამ მიდგომით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და ნათლად გამოხატოს მზადყოფნა ოპოზიციასთან ჭეშმარიტი, ღია და კონსტრუქციული დიალოგისადმი. დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს ის ნდობა, რომელიც ოპოზიციას მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში და შეწყვიტოს ინსტიტუტების ბოიკოტი. თავის მხრივ, ამან გზა უნდა გაუხსნას ახალ ეროვნული არჩევნებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროპულ სტანდარტებზე და საერთაშორისო დამკვირვებლების, განსაკუთრებით კი 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაცემულ რეკომენდაციებზე. ასევე, ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან კონგრესის მიერ საარჩევნო კოდექსში უახლესი ცვლილებების შესახებ მოთხოვნილ მოსაზრებაზე. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. მათი არსებულ პირობებში ჩატარება, ვითარების კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, თუ ქვეყანაში არსებითი პოლიტიკური ცვლილებები არ განხორციელდა, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს.
„ბიურო მტკიცედ სწამს დემოკრატიული, ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესს ემსახურება. ამის მიღწევა საჭიროებს ხელისუფლების ყველა დონეზე ყველა პოლიტიკური აქტორის, მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას.
„კონგრესი მზადაა, მაქსიმალური მხარდაჭერა გასწიოს ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოს საკითხზე დებატი გაიმართება კონგრესის მომდევნო სესიაზე, რომელიც 2025 წლის 25-27 მარტს ჩატარდება.
ნანახია: 641
მსგავსი სიახლეები

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!
რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!
აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ
შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ
clickss