2025-09-15

08:47

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს

მსოფლიო
10-02-2025 13:30

თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ეროვნული ავიამზიდის პროექტმა „ლურჯი სამშობლო“ ფართო გამოხმაურება ჰპოვა ჩინეთის სამხედრო გაზეთში. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გამოცემა „PLA Daily“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთმა დაიწყო დიდი ავიამზიდის მშენებლობა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 60,000 ტონიანი გემი იქნება ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე TCG Anadolu (ანატოლია) - 28,000 ტონიანი გემი, რომელიც ამჟამად თურქეთის უდიდესი საბრძოლო ხომალდია. სტატიის სათაურია „თურქეთი იწყებს ორმაგი ავიამზიდის ჯგუფის შექმნას“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა გამოაცხადა სამი ახალი საბრძოლო გემის მშენებლობის დაწყება, მათ შორის ახალი ავიამზიდის, წყალქვეშა ნავისა და საესკადრო ნაღმოსანის.

სტატიაში ნათქვამია: „ეს ნაბიჯი თურქეთს აქცევს ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ქვეყნად, რომელსაც ექნება ორმაგი ავიამზიდის ჯგუფი“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სტამბოლის გემთსაშენში აშენებული გემი იქნება 285 მეტრი სიგრძის, 72 მეტრი სიგანის და 10,1 მეტრი სიღრმის; მიაღწევს 25 კვანძი მაქსიმალურ სიჩქარეს და 10,000 საზღვაო მილის სვლის მანძილს; შეძლებს გადაიტანოს სულ 50 საბრძოლო თვითმფრინავი - 20 საფრენ გემბანზე და 30 ანგარში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალ გემში ადგილობრივი წარმოების კომპონენტების წილი, TCG Anadolu-სთან შედარებით, მოსალოდნელია რომ გადააჭარბებს 80%-ს. გემი აღჭურვილი იქნება თურქული თავდაცვის მრეწველობის მიერ შემუშავებული 32-უჯრედიანი ვერტიკალური გაშვების სისტემით, 4 ახლო საჰაერო თავდაცვის სისტემითა და 7 დისტანციურად მართვადი საბრძოლო სადგურით. თურქეთი ასევე გეგმავს საკუთარი წარმოების თვითმფრინავების გაშვების სისტემის ინტეგრირებას ამ გემზე.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ თურქეთის ინიციატივა შეესაბამება თავდაცვის მრეწველობის დამოუკიდებლობის მიზნებს და აღნიშნულია, რომ ახალ ავიამზიდის პროექტში 40-ზე მეტი თურქული თავდაცვითი კომპანია მონაწილეობს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი საზღვაო ძალები არა მხოლოდ ეგეოსის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთთან არსებული დავების გამო კონტროლის გასაძლიერებლად, არამედ გლობალური გავლენის გასაზრდელადაც და მოცემულია შემდეგი შეფასება:

„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სურს თურქეთი გლობალურ დონეზე გავლენიან ქვეყნად აქციოს. დიდი ავიამზიდით თურქეთის საზღვაო ფლოტს შეეძლება ოპერაციების ჩატარება შორეულ რეგიონებში, როგორიცაა ინდოეთის ოკეანე და ატლანტის ოკეანე“.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები