VIDEO: ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ გაიხსნა!
9 თებერვალს ბაკურიანში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ გაიხსნა!
ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ სამთო მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.
„ბაკურიანი 2025“-ზე საქართველოს ღირსებას სამ სპორტის სახეობაში დაიცავს რვა სპორტსმენი: იასონ ვეზდენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი), ირაკლი ხერგიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გოგა გულედანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ანასტასია მირიანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნელი უსტიმენკო (სამთო-სათხილამურო სპორტი), ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა), შიო ქუჩუკიანი (ბიატლონი).
შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში სპორტის რვა სახეობაში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოსული 1000-ამდე სპორტსმენი მიიღებს. ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ფესტივალისთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში - ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3,5 კმ სიგრძის ტრასა, ხოლო თბილისსა და ბათუმში ყინულის არენა ააშენა. „ბაკურიანი 2025“ 16 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება.
ნანახია: 921
მსგავსი სიახლეები
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss