2025-05-09

13:52

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

ბიზნეს ნიუსი
08-02-2025 14:12

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა.

ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას  წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

ნათია თურნავა  2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე  სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო  თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.

წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-08 11:59
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში 9 მაისს გაიხსნება და 11 მაის

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

2025-05-08 11:32
ბიზნეს ნიუსი

ვიდეო: BEKO-მ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ინდეზიტი" შეიძინა

BEKO-მ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი ბრენდი შეიძინა, მათ შორის არის ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი”

2025-05-02 17:48
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 11 ოქტომბერს გაიმართება!

წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა - სასმელი, რომელმაც საუკუნეების

2025-05-01 12:21
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" წევრები „ეფეს საქართველოს“ ახლადდანიშ

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ

2025-04-28 09:55
ბიზნეს ნიუსი

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ

ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30ლარი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები