2025-10-23

20:30

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" კომპანია „ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბატონი ველი დინჩელი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია

ბიზნეს ნიუსი
08-02-2025 13:54
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" კომპანია „ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბატონი ველი დინჩელი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.
შეხვედრაზე მმართველი საბჭოს წევრებს მოგვეცა შესაძლებლობა, გავცნობოდით ბატონ ბურჩ ქურთოღლუს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას მარტის თვიდან დაიკავებს- მას საქართველოს შესახებ ზოგადი ინფორმაცია მივაწოდეთ.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ გურთიადისათვის ისეთი მსხვილი კომპანიების წევრობა, როგორიც „ეფეს ჯორჯიაა“, სიამაყის წყაროს წარმოადგენს.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით „ეფეს ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების დირექტორს, ბატონ ბურაქ ალბაირაქს სტუმრობისათვის, მას გურთიადის დასაქმების პლატფორმის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
ბატონ დინჩელსა და მის პოზიციაზე ახლადდანიშნულ ქურთოღლუს კი პროფესიულ საქმიანობაში ულევ წარმატებებს ვუსურვებთ.
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები