2025-11-03

01:14

საკანონმდებლო ორგანომ შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებული „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პოლიტიკა
07-02-2025 14:40

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
საკითხი სხდომაზე განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭება მისთვის დამსახურებული იურიდიული სტატუსი და ჩამოყალიბდება როგორც სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი.

პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი. მასში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი სტრუქტურითა და ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება კვლევით ცენტრს, მოხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია, მის ბალანსზე არსებული რესურსები კი პარლამენტს გადაეცემა. კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ასევე, პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებით, 2028 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ანუ მე-11 მოწვევის პარლამენტში, გარდამავალი დებულებით დაშვებული იქნება პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის სამი წევრის მიერ. ამ შემთხვევაში, წინაპირობა იქნება, რომ მასში გაერთიანებული უნდა იყვნენ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები, რომლებიც პარტიულ სიაში იყვნენ როგორც უპარტიოები, ან დატოვეს პოლიტიკური პარტია.

პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი 85 ხმით მიიღო.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები