VIDEO: თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად კანადაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games 2025) ასპარეზობისთვის კანადაში გაემგზავრა. სამხედრო პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გააცილეს. მათ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა და სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნება უსურვეს. თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სამხედროების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის მიზნით კანადაში პარასპორტსმენებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც გაემგზავრნენ.
წელს ,,ძლიერთა თამაშებში“ საქართველო 20 სამხედრო პარასპორტსმენით წარდგება. დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცები სპორტის ისეთ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, ბიატლონი, კერლინგი და თხილამურით სრიალი.
2025 წლის „ძლიერთა თამაშებს“ კანადა ქალაქებში - ვანკუვერსა და ვისტრელაში მასპინძლობს. საერთაშორისო ასპარეზობაში 25-მდე ქვეყნის 550 პარასპორტსმენი მონაწილეობს. საერთაშორისო პარასპორტული შეჯიბრის ისტორიაში წელს ერთდროულად პირველად იმართება ზამთრისა და ზაფხულის ტურნირები. „ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინც ჰარის პატრონაჟით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ 2014 წლიდან წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უმაღლესი სინჯის მედლები.
ნანახია: 681
მსგავსი სიახლეები

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!
ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!
ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს
კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა
საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის
საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების
clickss