ევროკომისარი გაფართოების საკითხებში: „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა“

6 თებერვალს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს „საგანგაშო“ უწოდა.
სოციალურ ქსელ X-ზე მან დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები „უფრო მეტად გამოუთხრის ძირს მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“.
„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ევროკავშირის გზას, საქართველოს მოქალაქეების ნების შესაბამისად“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
მანამდე, 2 თებერვალს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დაგმო თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დარბევა და ამას „მიუღებელი“ უწოდა.
„საქართველო კანდიდატი ქვეყნისთვის შესაფერის ვერანაირ მოლოდინს ვერ ამართლებს“, – დაწერა კალასმა X-ზე, – „ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 823
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემ
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით
ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია
ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
clickss