საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა წინა საფესტივალო პრესკონფერენცია და ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის წარდგენა

5 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა წინა საფესტივალო პრესკონფერენცია და ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის წარდგენა.
დამწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ოლიმპიური დელეგაციის წევრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: „ამ ფესტივალისთვის, ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, აშენდა და მოეწყო არაერთი საერთაშორისო სპორტული სარბიელი, რომელიც მომავალ წლებში მოემსახურება ზამთრის სპორტის წარმომადგენლებს. ევროპული ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი მულტისპორტული კონტინენტური შეჯიბრება, შესაბამისად ფესტივალში მონაწილეობა მეტად საპასუხისმგებლოა თითოეული ჩვენი სპორტსმენისთვის. მჯერა, რომ მაქსიმალური მობილიზებით და შემართებით იასპარეზეთ, რათა საუკეთესო შედეგები აჩვენოთ და ასახელოთ ჩვენი ქვეყანა."
საქართველოს ნაკრები გუნდი წარადგინა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.
2025 წლის 9-16 თებერვალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი ) მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი.
საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი ) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
სამთო თხილამურობასა და ბიათლონში შეჯიბრებები ჩატარდება ბაკურიანში, ფიგურულ ციგურაობაში - ბათუმში. ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 9 თებერვალს და დაიხურება 16 თებერვალს. გახსნის და დახურვის ცერემონიები გაიმართება ბაკურიანში.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტსმენთა სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო-მოთხილამურეები - გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (ბაკურიანი, 2025 წელი, 9-16 თებერვალი ) მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა
სპორტსმენთა სოფელი
სამთო თხილამურობა
1. იასონ ვეზდენი - სპორტსმენი
2. გიორგი ჯაფარიძე - სპორტსმენი
3. ირაკლი ხერგიანი - სპორტსმენი
4. გოგა გულედანი - სპორტსმენი
5. ანასტასია მირიანაშვილი - სპორტსმენი
6. ნელი უსტიმენკო - სპორტსმენი
7. სოსო ჯაფარიძე - მწვრთნელი
8. ალექსი ბენიაიძე - მწვრთნელი
ფიგურული ციგურაობა
9. ინგა გურგენიძე - სპორტსმენი
10. ლუდმილა გაფაროვა - მწვრთნელი
ბიათლონი
11. შიო ქუჩუკიანი - სპორტსმენი
12. ალექსანდრე ბუძიშვილი - მწვრთნელი
ადმინისტრაცია
13. ივანე მეკრავიშვილი - მისიის ხელმძღვანელი
14. მიხეილ სიხარულიძე - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (ბათუმის სპორტსმენთა სოფელში)
15. თეონა ომანაძე - პრესატაშე
16. გიორგი კერესელიძე - ადმინისტრაციული პერსონალი
სპორტსმენთა სოფლის გარეთ
17. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი ( დელეგაციის ხელმძღვანელი)
18. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე - პრეზიდენტი
19. ნინო სალუქვაძე - სეოკ-ის ვიცე - პრეზიდენტი
20. ანზორ ჩუბინიძე - სეოკ-ის ვიცე - პრეზიდენტი
21. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
22. სალომე ჩიგოგიძე - მსაჯი (ფიგურული ციგურაობა)
23. მარიამ ალავიძე - ახალგაზრდა ამბასადორი
ნანახია: 350
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს
პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!
„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა
20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფეხბურთელთა ნაკრები "ევროპის მედიათასის" ვიცე-ჩემპიონია!
ტურნირის სასტარტო შეხვედრაშივე ჩემპიონთან მოგვიწია დაპირისპირება და პირველი რევანშიც შედგა

"გურთიადის" თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა ანკარაში, ვეტერანთა შორის გამართულ მაგიდი
თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით ვულოცავთ ბატონ ოქტაი ოზთურქს
clickss