დონალდ ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას

ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ უკრაინა შეერთებულ შტატებს ქვეყანაში არსებულ იშვიათ წიაღისეულზე წვდომას მისცემს. საუბარია იშვიათ მინერალებზე. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გააკეთა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ მას მიანიშნა, რომ ღიაა ტრამპის მიერ გაჟღერებულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.
„ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის შესახებ, მათ ძალიან იშვიათი მინერალების მარაგი აქვთ. ჩვენ გვსურს, რომ ის, რაც მივეცით გარანტიის სახით, დავიბრუნოთ. გარანტიები გვჭირდება. ფულს ხელში ვაძლევთ, ასევე, აღჭურვილობასაც. ევროპელები აქ ვერ გვეწევიან, ეს უნდა გამოასწორონ. ჩვენ შორის ოკეანეა და ისინი ვერ გვითანაბრდებიან. მათთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ისინი იმდენს მაინც უნდა იხდიდნენ, რამდენსაც ჩვენ. ჩვენზე მეტსაც კი უნდა იხდიდნენ, თუმცა ეს მილიარდობით დოლარით ნაკლებია, ამიტომაც უკრაინასთან გარიგების დადება გვინდა, იმის უზრუნველსაყოფად, რასაც ვაძლევთ. მათ ეს საკუთარი მინერალების მარაგით და სხვა რამით უნდა აანაზღაურონ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ნანახია: 697
მსგავსი სიახლეები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
clickss