2025-04-02

12:48

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

ეკონომიკა
04-02-2025 17:38

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.

ლევან მგალობლიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ განხორციელებული აქტივობებისა და აფხაზეთიდან იძულებითი გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის.

ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს

მსგავსი სიახლეები

2025-03-21 11:41
ეკონომიკა

აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

2025-03-19 14:14
ეკონომიკა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს არ გვაქვს ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება, სწორე

მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში

2025-03-13 15:06
ეკონომიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ

პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

2025-03-11 11:53
ეკონომიკა

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობი

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ

2025-03-07 17:22
ეკონომიკა

VIDEO: ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის მთავრობის წევრებთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობი

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები