პანამაში ჩასულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრა გამართა პანამის პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან

პანამამ უკან დაიხია ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული მუქარის შემდეგ, პანამის არხთან დაკავშირებული შეთანხმება იცვლება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
პანამაში ჩასულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრა გამართა პანამის პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან. შეხვედრაზე მულინოს ეცნობა, რომ ჩინეთის გავლენა და კონტროლი პანამის არხზე საფრთხეს წარმოადგენს. მოთხოვნილ იქნა პანამის არხის სტატუსის შეცვლა.
ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში აშშ გააფრთხილებს, რომ მიიღებს საჭირო ზომებს. შეხვედრის შემდეგ პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ გააგრძელებს ჩინეთთან პანამის არხზე გავლის მარეგულირებელ შეთანხმებას. მულინომ განაცხადა: „პანამა არ გააგრძელებს ჩინეთთან 2017 წლის სარტყელისა და გზის ინიციატივის ურთიერთგაგების მემორანდუმს. პანამა განიხილავს შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობას ერთი ან ორი წლის განმავლობაში, ვადის გასვლამდე“.
არხის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. ტრამპმა განაცხადა: „მათ დაარღვიეს შეთანხმება. პანამის არხს ან უკან დავიბრუნებთ, ან რაღაც ძალიან მძლავრი მოხდება“. აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ არხი პანამას თავად მათ გადასცეს, თუმცა არხით ჩინეთი სარგებლობს უპირატესობით. ტრამპმა დაემუქრა ჩარევით, თუ ეს სიტუაცია არ შეიცვლებოდა.
ცნობისათვის, აშშ-მ 1977 წლის პანამის არხისა და ნეიტრალიტეტის შეთანხმებით თავისი უფლებები არხზე თანდათანობით გადასცა პანამის მთავრობას 1999 წლამდე. თუმცა, შემდგომში შეთანხმებას დაემატა მუხლი, რომლის მიხედვითაც არხის ნეიტრალიტეტის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში აშშ-ს მიეცა არხის მართვაში ჩარევის უფლება.
ნანახია: 548
მსგავსი სიახლეები

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის
ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში
ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ
clickss