2025-10-17

09:35

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ, ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

სპორტი
30-01-2025 18:03

ტალინში მიმდინარეობს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი  ფიგურულ ციგურაობაში.  საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ კონტინენტის პირველობაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. მან მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 68.99 ქულა დაიმსახურა.  სპორტსმენი 31 იანვარს თავისუფალი პროგრამით წარდგება.

2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ის ქართული ციგურაობის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, გასულ წელს კი კონტინენტის პირველობაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღეს წყვილთა შორის მოკლე პროგრამის წარდგენის შემდეგ ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 57,03 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავეს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული წყვილი თავისუფალი პროგრამით 30 იანვარს წარდგება.

30 იანვრიდან ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება ნიკა ეგაძე, 31 იანვრიდან კი სპორტული ცეკვების პროგრამაში იასპარეზებენ დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.

ქართველი სპორტსმენები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები