ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას საქართველოსთვის.
„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ასევე სტრასბურგს და ამის მორიგი გამოხატულება არის ის უსამართლობა, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ. უსამართლობაზე მეტად, ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითიც აღიარეს არჩევნების შედეგები. იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ, არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არსებითად ვერ ცვლის ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის და ჩვენი გუნდის სახელით. ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, წყვეტს მუშაობას და მოხდება დელეგაციის გამოწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა, ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის მარტივი საკითხი, რაიმე არსებითი მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აბსურდულობა არის ასპექტი ამ გადაწყვეტილების, რაც ანალიზს იმსახურებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ნანახია: 676
მსგავსი სიახლეები

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია
ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss