2025-11-07

22:33

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების ორ ვარიანტს სთავაზობს

პოლიტიკა
29-01-2025 11:23

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს: საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარების, ან არაღიარების კუთხით, - ამის თაობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო დოკუმენტს მონიტორინგის კომიტეტი ავრცელებს.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვლენები, მათ შორის შეკრების თავისუფლების დარღვევის შემთხვევები, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირება ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებს და ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებებსაც. შესაბამისად, ასამბლეას [საქართველოს] ოფიციალური პირებისგან ცხადი გარანტიები სჭირდება, რომ ისინი გულწრფელად აპირებენ დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნებას და წევრობის ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნულია მონიტორინგის კომიტეტის განცხადებაში.

შემდგომში, მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას ორ ვარიანტს სთავაზობს.

პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: დაიწყებენ “ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს” შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას.

ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება, ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები