„ტავ ჯორჯიამ“ აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

25-26 იანვარს, ADP ჯგუფის წევრმა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ მონაწილეობა მიიღო აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში სახელწოდებით – New York Travel & Adventure Show 2025. ღონისძიების ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები შედგა გამოფენაზე წარმოდგენილ ავიაკომპანიებთან და ამერიკის, იაპონიის, ხორვატიისა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციებთან.
„ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები შეხვდნენ ისეთ ავიაკომპანიებს, როგორებიცაა Air Canada, Japan Airlines, Norse Atlantic Airlines, Air India, Neos Air, French Bee Airlines, Air China და სხვ. მოხდა ინფორმაციის გაზიარება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების, მათი სერვისებისა და პოტენციალის შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე სადისკუსიო ნაწილს დაესწრო.
საერთაშორისო გამოფენამ სახელწოდებით New York Travel & Adventure Show 2025 ათასობით სტუმარს გააცნო მთავარი ტენდენციები ტურიზმის სფეროში, კომუნიკაციის პლატფორმა შეუქმნა ტუროპერატორებს, ავიაკომპანიებს, მოგზაურებსა და ავიაციის სფეროში მომუშავე ბიზნესებს. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის სფეროს 550-ზე მეტი პროვაიდერი იყო წარმოდგენილი.
ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
ნანახია: 710
მსგავსი სიახლეები

აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს არ გვაქვს ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება, სწორე
მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ
პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობი
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ

VIDEO: ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის მთავრობის წევრებთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობი
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა
clickss